ხესეს იჯარით წასვლა არ სურს
ხესე მზადაა თავის შესაძლებლობები ისევ დაამტკიცოს მადრიდის „რეალში“.
გავრცელებული ინფორმაციით, ხესე როდრიგესი უმძიმესი ტრავმის შემდეგ, იანვარში მოახერხებს მწვანე მინდორზე დაბრუნებას. კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, ახალგაზრდა მადრიდისტას უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რის გამოც შესაძლებელია მან გუნდი იჯარის სახით დატოვოს.
თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ კარლო ანჩელოტიმ მას გასულ სეზონში სრული ნდობა გამოუცხადა და ყოველ მატჩში მონაწილეობის უფლებას აძლევდა. ხესეს გუნდის იჯარის წესით დატოვება არ სურს და რა თქმა უნდა, ტრავმის შემდეგ კიდევ ერთხელ ეცდება თავისი ნიჭის და შესაძლებლობების დემონსტრირებას.
Defensacentral.com
- 26 ივნისი 2014
- 1 885
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.