მზადება ლა ლიგისთვის
ჩემპიონთა ლიგაზე "მარსელთან" გამარჯვების შემდეგ მადრიდის "რეალი" მთლიანად ლა ლიგაზე გადაერთო. დღეს მათ მორიგი ვარჯიში გამართეს "ვალდებებასის" ბაზაზე. ვან ნისტელროი, გუტი, მეცელდერი, ხაბი ალონსო, კაკა და სერხიო რამოსი ტრენაჟორებზე ვარჯიშობდნენ.
"რეალი" ვარჯიშს დაუბრუნდა დღის მეორე ნახევარში. მადრიდელები "ვალენსიასთან" მატჩისთვის ემზადებიან. გუნდს სურს დაამარცხოს მესამე ადგილზე მყოფი უნაი ემერის გუნდი. "სამეფო კლუბი" ეცდება შეამციროს სხვაობა "ბარსელონასთან".
მანუელ პელეგრინიმ ვარჯიში დაუთმო ფიზიკური კონდიციების აღდგენას. 25 ფეხბურთელი დარბოდა მოედნის გარშემო. მათთან ერთად იყო "კასტილიელი" დევიდ ვასკესი.
ოთხი ფეხბურთელი: კაკა, ვან ნისტელროი, გუტი და მეცელდერი აგრძელებდნენ ტრავმის მოშუშების პროცესს. მათ ხაბი ალონსოც შეუერთდა, რომელმაც მცირე დაზიანება მიიღო.
ხვალ გუნდი მადრიდის დროით10:30 წუთზე მორიგ ვარჯიშს გამართავს.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 9 დეკემბერი 2009
- 1 464
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.