ვარანის შეძენით "მილანიც" დაინტერესდა
იტალიურ პრესაზე დაყრდნობით, მილანის ხელმძღვანელობას სამეფო კლუბის მცველის, რაფაელ ვარანის დამატება სურს...
გავრცელებული ინფორმაციით "როსონერი" საკმაოდ სერიოზულ მატებას გეგმავს, დაცვის ხაზში კი აშკარა პრობლემებია, ვარანის დონის გამოცდილი, ახალგაზრდა მცველი კი თავისთავად წარმატების მომტანი იქნება.
იტალიურ კლუბს მთავარი კონკურენტი ლონდონის ჩელსი ჰყავს, რომლის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო რაფაელის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს, მათ ესპანელებს 25 მილიონი შეთავაზებაც გაუკეთეს, თუმცა პრეზიდენტი პერესის გადაწყვეტილებით ეს თანხა არ შეესაბამება ფრანგი უკანახაზელის რეალურ ღირებულებას, აქედან გამომდინარე შეთავაზება შეთავაზებად დარჩა.
რა პირობებს სთავაზობენ "შავ-წითლები" დედაქალაქელებს ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა მათ ფლორენტინოსთან ჩამოყალიბებული კარგი ურთიერთობის იმედიც აქვთ.
- 26 ივნისი 2014
- 1 702
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.