პეპე: „პორტუგალიას სჯერა სასწაულების“
სამეფო კლუბის ცენტრალური მცველი პეპე, რომელიც მუნდიალის პირველივე შეხვედრაში გააძევეს მოედნიდან, პორტუგალიის ნაკრების სიტუაციას ოპტიმისტურად უყურებს.
„რა თქმა უნდა, მჯერა სასწაულების.ვიცით, რომ ძალიან რთული იქნება, თუმცა ბრძოლას არაფერი უდგას წინ.“
„პორტუგალია ბოლომდე მებრძოლი გუნდია და არც განას წინააღმდეგ დავყრით ფარ-ხმალს.“
„ჩვენი მომავალი მეტოქის რიგებში რამდენიმე სახიფათო ფეხბურთელი ირიცხება.ისინი კარგად იყენებენ ფლანგებს.“
„წითელი ბარათი აგრესიის გამოხატვის გამო არ მიმიღია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ 1 თამაშით არ დავისჯებოდი.“
„გერმანელებთან შეხვედრაში, ჩვენთვისაც უნდა დაედო პენალტი მსაჯს, მაგრამ...“
„განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, თუმცა იმედი ჯერ კიდევ არ დამიკარგავს.“
„ჩემი სანაკრებო მომავალი მუნდიალის შედეგებზე არ იქნება დამოკიდებული.“
Goal.Com
- 26 ივნისი 2014
- 2 396
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.