ზიზუს მომავალი ვარსკვლავები
როგორც მოსალოდნელია, „რეალის“ მეორე გუნდს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს მიმდინარე ზაფხულს.
მთავარი მწვრთნელის რანგში ახალბედა ზიდანი, დიდი ცვლილებების განხორციელებას აპირებს „კასტილიაში.“რა თქმა უნდა, შემადგენლობის რიგებს ახალი მოთამაშეები შეავსებენ, თუმცა აქცენტი, ახალგაზრდა და ნიჭიერ მადრიდისტებზე გაკეთდება, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ირჯებიან.
Marca-ს ინფორმაციით, ზიზუ, 4 მოთამაშეს დააწინაურებს „კასტილიას“ შემადგენლობაში და მათგან ვარსკვლავების გამოთლას ეცდება.
მარკოს ლორენტე - 19 წლამდელთა გუნდის ნამდვილი ტვინი, რომელიც გამოირჩევა ბურთის დიდებული კონტროლითა და სათამაშო ინტელექტით.მისი სტიქიაა ბურთის შეტევაში გადატანა.ორთაბრძოლებიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოდის და რაც მთავარია, გადამწყვეტ მომენტში ძალუძს ლიდერობა.
ხოსე ლეონი - 19 წლის მცველი, რომელსაც ხარისხიანი თვისებების გამო, ხშირად იძახებენ ეროვნულ ნაკრებში.საიმედოდ ასპარეზობს მეორე სართულზე.გამოირჩევა სისწრაფითა და ყუმბარისებული დარტყმით.
ხავი მუნიოსი - 19 წლის „ცრუ ცხრიანი,“ რომელიც იდეალურად მოქმედებს ნახევარმცველების წინ.
ნარვაესი - 19 წლის ფორვარდი, რომელიც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
- 25 ივნისი 2014
- 2 462
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.