ბენზემას მადა გაეხსნა
სამეფო კლუბი და ფრანგი თავდამსხმელის წარმომადგენელი, ახალი კონტრაქტის მომზადების პროცესში არიან.
რამდენიმე დღის წინ, Marca წერდა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და „თეთრებიც“ მზად არიან, 7 მილიონ ევრომდე გაუზარდონ კარიმს სახელფასო ჭერი, თუმცა El Confidencial-ის უახლესი ინფორმაციით, „ცხრიანს“ დღითი-დღე მადა ეხსნება.მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე 3 გოლის ავტორი, უკვე, ჰონორარის 9 მილიონამდე მომატებას ითხოვს, რასაც შეუძლებლად მიიჩნევენ „სანტიაგო ბერნაბეუზე.“
ჟურნალისტს აზრით, თუ ბენზემა „დედამიაწაზე არ დაეშვება,“ ახალი ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებაც ვერ მოხდება და ამ უკანასკნელსაც ნაადრევად მოუწევს მადრიდის დატოვება.
ცნობისათვის, „პსჟ“ ერთადერთი კლუბია, რომელიც თანახმაა ნებისმიერი ფინანსური მოთხოვნა დაუკმაყოფილოს კარიმს.
El Confidencial
- 25 ივნისი 2014
- 2 807
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.