კარლიტოს 1 წელი
„მე მაქვს ამბიცია და პასუხისმგებლობა „ლა დესიმას“ მოგებისა“ - იტალიელი სპეციალისტის პირველი სიტყვებია „რეალის“ თავკაცის რანგში.
ზუსტად 1 წელი გავიდა დღიდან (2013 წლის 25 ივნისი), როდესაც ანჩელოტიმ ოფიციალურად ჩაიაბარა მადრიდული გრანდის სადავეები.ალბათ, თავდაპირველად, ყველას ფორმალობა ეგონა კარლოს ზემოთ წარმოთქმული ფრაზა, თუმცა ნურას უკაცრავად, თქვა და გააკეთა!
კარლიტომ ნანატრი „მეათე“ აჩუქა მადრიდისტებს სადებიუტო სეზონში და ხურდაში „კოპა დელ რეიც“ დადო.მისმა დამოძღვრილებმა ბოლომდე იბრძოლეს პრიმერა დივიზიონშიც.
მშვიდი და გაწონასწორებული იტალიელის მეთაურობით, „რეალმა“ ისტორიულ თუ პრინციპულ მეტოქეებს ტოლი არ დაუდო.მხოლოდ გახსენებაც რად ღირს, „ალიანც არენაზე“ დატრიალებული მოვლენებისა, სადაც „თეთრებმა“ გააცამტვერეს ბავარიული მანქანა.ამას ემატება ლა ლიგის 31 მატჩიანი წაუგებელი სერია და სამეფო თასზე, ფინალამდე კარის მშრალად შენახვა.
ერთი სიტყვით, ანჩელოტის „თეთრი“ ეპოქა არნახულად დაიწყო.იმედია, გაგრძელებაც საკადრისი ექნება.
- 25 ივნისი 2014
- 1 937
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.