მუტუ : "მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი ბენზემა გახდება"
ადრიან მუტუ, რომელიც წლების მანძილზე იცავდა მსოფლიოს სხვადასხვა კლუბის ღირსებას, აცხადებს რომ მადრიდის რეალის ფორვარდი კარიმ ბენზემა, საკუთარ ეროვნულ ნაკრებს ძალიან დიდ დახმარებას უწევს...
"ეჭვი არ მეპარება საფრანგეთის ნაკრების ბრაზილიის მუნდიალზე საკმაოდ წინ წავა, დეშამის გუნდს დიდი პერსპექტივა აქვს, მათი მთავარი დამრტყმელი ძალა კი კარიმ ბენზემაა."
"სამეფო კლუბის ფეხბურთელი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს, როგორც შეტევაში, ასევე ნახევარდაცვაში. წლეულს, კარიმი პროდუქტიულია."
"ვფიქრობ, საუკეთესო ბომბარდირობის ყველაზე დიდი შანსი სწორედ ფრანგს აქვს, ის თითოეულ დაპირისპირებაში ძალიან სახიფათოა და გოლების გატანას ახერხებს."
"ჩემი კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში გავატარე და მათ ეროვნულ ნაკრებს დიდ პატივს ვცემ. ვფიქრობ, ჯგუფში ისინი ფავორიტები იყვნენ, მაგრამ გაცემული ავანსები ვერ გაამართლეს, ამ გუნდს გადახალისება სჭირდება."
- 25 ივნისი 2014
- 2 264
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.