პერესმა ფსონი გაზარდა
ფლორენტინო პერესი სუარესის „ბარსელონასთვის“ დათმობას არ აპირებს.
Goal.com-ის ინფორმაციით, სამეფო კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა „ლივერპულს“ ახალი წინადადება შესთავაზა.
საქმე იმაშია, რომ დონ პერესი 80 მილიონ ფუნტ სტერლინგს სთავაზობს ბრიტანელებს, ურუგვაელი ფორვარდის სანაცვლოდ. თავად სუარესს კი საკმაოდ სოლიდურ ხელფასს ჰპირდება.
იმ შემთხვევაში, თუ ლუის სუარესი, ფლორენტინო პერესის წინადადებას დათანხმდება, იგი ბლანკოსისგან კვირაში 350,000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
Goal.com
- 24 ივნისი 2014
- 6 157
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.