ბეილი დასვენებული შეხვდება ახალ სეზონს
ალბათ, გახსოვთ შარშანდელი ზაფხული და ბეილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
უელსელის სატრანსფერო ამბები იმდენად გაჭიანურდა, რომ ბოლო პერიოდში, აღარც ვარჯიშობდა და ფაქტობრივად, წინასეზონური მომზადების გარეშე შეუერთდა სამეფო კლუბს, რის გამოც არა ერთი პრობლემა შეექმნა ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით.
ამჯერად, „დეზების“ ყოფილი შემტევისათვის ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს.მართალია, წარმოუდგენელი სეზონის შემდეგ (2 გადამწყვეტი გოლი 2 ფინალში) მისი ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე არ მოიპოვება, თუმცა დროს უქმად არ ატარებს და აზია-ამერიკის დათვალიერებითაა დაკავებული.
როგორც დაგეგმილია, დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად, ბეილი 14 ივლისს გამოცხადდება ვალდებებასის ბაზაზე, ხოლო შემდეგ კი აშშ-ს ტურნეში გააგრძელებს მომზადების პროცესს, რათა ევროპის სუპერ თასის პაექრობას, რომელიც მის მშობლიურ კარდიფში შედგება (12 აგვისტოს) სრულ მზადყოფნაში შეხვდეს: „მოუთმენლად ველოდები საკუთარი თანამემამულეების წინაშე წარდგომას“ - დასძინა ახალგაზრდა მოთამაშემ ერთ-ერთ ინტერვიუში.
MARCA
- 24 ივნისი 2014
- 2 044
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.