"დროა სუარესმა ინგლისი დატოვოს" - სუარესის სიმამრი

სუარესის სიმამრმა მეტად საინტერესო განცხადება გააკეთა

ორშაბათს ურუგვაელი თავდამსხმელის სიმამრმა, რომელის ბარსელონასთან ახლოს ცხოვრობს, ესპანურ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დროა სუარესმა ინგლისი დატოვოს.

გუსტავო ბალბიმ აღნიშნა: "ლუისს ინგლისში დასამტკიცებელი არაფერი არ დარჩა. მშვენიერი დროა იმისთვის, რომ ესპანეთში გადავიდეს."

"არ აქვს მნიშვნელობა რომელ კლუბში გადავა ("ბარსელონაში" თუ "მადრიდის რეალში"). ვიცი რომ ის ინგლისის სხვა რომელიმე კლუბში არ წავა, ვინაიდან "ლივერპულს" უდიდეს პატივს სცემს."

ბალბიმ, სუარესის ცოლის სოფიას მამა, კასტელდეფელსში ცხოვრობს, რომელიც ქალაქიდან დასავლეთით მდებარეობს, ხოლო ფეხბურთელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში კი ოჯახი დიდ როლს თამაშობს.

წყარომ , რომლებიც დაახლოებულნი არიან "ლივერპულის" ფეხბურთელის აგენტ პერ გუარდიოლასთან, განაცხადეს გუშინ საღამოთი, რომ ჯერჯერობით რაიმე სახის გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ყველანი მსოფლიო ჩემპიონატის დასასრულს ელოდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავენ "მადრიდის რეალისა" და "ბარსელონას" წინადადებებს.

წყარო: Daily Mirror

  • shvela
  • 24 ივნისი 2014
  • 3 575
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)