რაული:"პელეგრინისთან იდეალური ურთიერთობა მაქვს"

პრესაში გავრცელებული ინფორმაციების მიუხედავად რაული აცხადებს, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინისთან იდეალური ურთიერთობა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ რაული ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში, აცხადებს, რომ პელეგრინისთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აკავშირებს.

"მე პროფესიონალი ვარ და ჩემი მოვალეობაა გუნდის დახმარება. არა აქვს მნიშვნელობა ვთამაშობ თუ არა. მუდამ მნიშვნელოვანი როლი მქონდა გუნდში. 17 წლის ვიყავი, როცა სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი მქონდა და კიდევ ვაპირებ აქ თამაშს".

კაპიტანმა ასევე განაცხადა, რომ ბევრს ივარჯიშებს, რათა მოხვდეს სასტარტო შემადგენლობაში. "ითამაშო ისეთ დიდ კლუბში, როგორიც "რეალია" ძალიან საამაყოა. გუნდში ყველაფერი იდეალურადაა. გავედით ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პირველი ადგილით. მიუხედავად იმისა, რომ ცოტას ვთამაშობ, ვცდილობ გოლი გავიტანო და ჩემს ქალიშვილ მარიას მივუძღვნა". შეგახსენებთ, რომ რაულმა ქალიშვილის დაბადება გასულ პარასკევს, "ალმერიასთან" თამაშის წინა დღეს აღნიშნა.


ინფორმაციის წყარო: Goal.com

  • faqo
  • 9 დეკემბერი 2009
  • 3 400
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)