ვის გაუშვებენ სამეფო კლუბიდან?
ზაფხულის დადგომასთან ერთად, ევროპელი ჟურნალისტები ყოველდღიურად ავრცელებენ ახალ ინფორმაციებს მოსალოდნელ ტრანსფერებთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით, „რეალის“ ხელმძღვანელობა მშვიდად ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს.
ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ მადრიდული გრანდი ძირეულ ცვლილებებს არ განახორციელებს შემადგენლობაში და ფეხბურთელების მოსვლა-წასვლაც იშვიათი იქნება აღნიშნულ სატრანსფერო ფანჯარაზე, თუმცა...
როგორც Marca-სთვის გახდა ცნობილი, „რეალი“ მხოლო იმ შემთხვევაში შეელევა გუნდის რომელიმე ლიდერს, თუ მათ სანაცვლოდ არნახულ სარგებელს მიიღებს.მაგალითად, სრულიად შესაძლებელია, რომ მომავალი სეზონი სხვა ქალაქში დაიწყოს ანხელ დი მარიამ, რომელიც „რეალის“ ტრიუმფის ერთ-ერთი შემოქმედია.მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მლნ. ევროს შეადგენს და ნებისმიერ გუნდს ძალუძს არგენტინელის გადაბირება, თუ გვარიანად შეისუსტებს ბიუჯეტს.
დღის წესრიგში არც კოენტრაუს გასხვივება დგას, თუმცა მსუყე შეთავაზების შემთხვევაში, მადრიდელები მზად არიან 30 მილიონის სანაცვლოდ შეელიონ პორტუგალიელს, ხოლო რაც შეეხება გერმანელ ხედირას, მისი გაშვება 40 მილიონიან ტრანსფერთანაა დაკავშირებული.
ერთი სიტყვით, „თეთრები,“ მაინცდამაინც, ხსენებული მოთამაშეების გაყიდვით არ არიან დაინტერესებულნი, თუმცა ფულის გაკეთების ამბავში, მოლაპარაკებების დაწყებისათვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
MARCA
- 23 ივნისი 2014
- 3 036
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.