ხედირას თამაში "აშშ"-სთნ საეჭვოა
მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველი, სამი ხედირა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე დაპირისპირებაში დაშავდა...
"განასთან" დაპირისპირებაში, სადაც "ბუნდესგუნდმა" 2-2 ითამაშა, მადრიდელი ნახევარმცველი დაშავდა.
ხედირა განვლილ სეზონში თვეების მანძილზე მკურნალობდა, რის გამოც ფაქტიურად ნახევარზე მეტი სეზონი გაუცდა, თუმცა ამჯამად დაზიანება სერიოზული არ გახლავთ.
გავრცელებული ინფორმაციით სამიმ შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წინააღმდეგ ასპარეზობა ვერ მოახერხოს, თუმცა გერმანელთა სამწვრთნელო შტაბი ოპტიმისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ პაექრობამდე მოთამაშე სასურველ კონდიციაში ჩადგება.
- 23 ივნისი 2014
- 1 385
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.