დი მარია: „ჩემს მომავალზე ვერაფერს გეტყვით“
სამეფო კლუბის შემტევმა ანხელ დი მარიამ, ირანთან ნამატჩევს, სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
„ბუნებრივია, ძალიან რთულია, როდესაც მოწინააღმდეგე 11 ფეხბურთელით იცავს თავს.ჩვენ ძალისხმევა არ დავიშურეთ 3 ქულის ასაღებად და საბოლოოდ, მესიმ ბრწყინვალე გოლით მოგვიტანა გამარჯვება.“
„არ ვფიქრობ, რომ არგენტინა ცუდად ასპარეზობს.ირანელებმა ყრუ დაცვით პრობლემები შეგვიქმნეს.“
„ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით ჩემს მომავალზე.ამ ეტაპზე, მხოლოდ ეროვნულ გუნდზე ვფიქრობ და მუნდიალის შემდეგ გადაწყდება ყველაფერი.“
AS
- 23 ივნისი 2014
- 2 828
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.