ბენზემა: „უკეთესადაც შემიძლია თამაში“
შვეიცარიის ნაკრებთან მატჩში, გოლის გატანისა და 2 ასისტის გაკეთების შემდეგ, კარიმ ბენზემა აცხადებს, რომ „უკეთესადაც“ შეუძლია თამაში.
„100 პროცენტით მზადყოფნაში ვარ, თუმცა უკეთესადაც შემიძლია ასპარეზობა.“
„ჩემი წარმატება თანაგუნდელების დამსახურებაცაა.ერთიანი ძალებით ვცდილობთ ფონს გასვლას.“
„მე და ჟირუ თავდაჯერებულნი ვართ, როდესაც ერთად გვიწევს მწვანე მინდორზე გამოსვლა.ჩვენთვის მთავარია გუნდის შედეგები.“
„ჩემი ოცნებაა მსოფლიო ჩემპიონატზე ნაყოფიერი გამოსვლა.“
„შვეიცარიის წინააღმდეგ დიდებული შეხვედრა ჩავატარეთ.გავიტანეთ ბევრი გოლი და სიამოვნება მიივანიჭეთ ქომაგებს.“
„ეკვადორთანაც ანალოგიურის გაკეთებას ვეცდებით.“
Football-Espana
- 21 ივნისი 2014
- 1 738
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.