"რეალის" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში

მადრიდის "რეალი" უკვე გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში და ელოდება მეტოქეებს. უკვე ვიცით, რომ მადრიდელებს არ მოუწევთ არცერთ ინგლისურ კლუბებთან დაპირისპირება.

"სამეფო კლუბი" დაუპირისპირდება მეორე ადგილოსან გუნდებს. გუშინდელი მატჩებიდან ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო "იუვენტუსის" მარცხი შინ მიუნხენის "ბაიერნთან" (1:4). გერმანული კლუბი შესაძლოა შეხვდეს "რეალს".

ასევე შესაძლოა "ბლანკოსის" მეტოქეები იყვნენ მოსკოვის "ცსკა" ან "პორტუ". ამ ორივე გუნდმა თავიანთ ჯგუფებში მეორე პოზიცია დაიკავა.

დღევანდელი მეტოქეები

ლონდონის "არსენალი" ვერანაირად ვერ დაუპირისპირდება "რეალს". მეორე ადგილისთვის ლონდონელთა ჯგუფში კი იბრძოლებენ ლიეჟის "სტანდარტი" და ბერძნული "ოლიმპიაკოსი". ასევე "ბარსელონა" ესპანური გუნდია და 1/8 ფინალში ორი ესპანური გუნდის დაპირისპირება გამორიცხულია. კატალონიელთა ჯგუფში მეორე პოზიციისთვის იბრძვიან მილანის "ინტერი" და ყაზანის "რუბინი".

შესაძლო მეტოქეები:

მიუნხენის "ბაიერნი"

მოსკოვის "ცსკა"

"პორტუ"

"დინამო კიევი", "ინტერი" ან "რუბინი"

"ლიონი" ან "ფიორენტინა"

"ოლიმპიაკოსი" ან "სტანდარტი"

"უნირეა" ან "შტუტგარტი"


ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა პარასკევს, 18 დეკემბერს გაიმართება და პირდაპირ ტრანსლაციას სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" შემოგთავაზებთ.

ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com

  • faqo
  • 9 დეკემბერი 2009
  • 5 185
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)