კავანი: "მადრიდის "რეალი"? ჯერ არ ვიცი"
ედისონ კავანიმ Daily Mail-თან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"ფეხბურთი არის მოულოდნელობებით აღსავსე სპორტი. წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ რა მოხდება მომავალში. დღეს ერთ კლუბში ხარ და ხვალ შეიძლება მეორეში აღმოჩნდე. ამჟამად მე „პსჟ“-ს საკუთრება ვარ და არ ვიცი მომავალში შეიცვლება თუ არა რამე."
"ჩემი მთავარი საფიქრალი ახლა არა „რეალში“ ტრანსფერი, არამედ ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატია. ურუგვაის ნაკრები საკმაოდ კარგად გამოიყურება და ფეხბურთელები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ჯგუფური ეტაპის ბარიერი. რის შემდეგაც რა თქმა უნდა, მუნდიალის ფინალზეც ვიფიქრებთ."
Defensacentral.com
- 21 ივნისი 2014
- 2 166
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.