„მამლებმა“ შვეიცარიელები გაანადგურეს

დიდიე დეშამის დამოძღვრილებმა, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს შვეიცარიელები.

სალვადორში გამართულ დაპირისპირებაში, 73-ე წუთამდე მხოლოდ ფრანგები იჩენდნენ თავს.ჟირუს, მატუიდის, ვალბუენას, ბენზემასა და სისიკოს წყალობით, „თეთრებში“ გამოწყობილი მოთამაშეები 5-0 ამარცხებდნენ მოწინააღმდეგეს, თუმცა ნომინალურმა მასპინძლებმა, მეორე ტაიმის მიწურულს 2 გოლის გაქვითვა მოახერხეს (ჯემაილი და ჰაკა).

აღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარში, კარიმმა თავისივე მოპოვებული პენალტის რეალიზაცია ვერ მოახერხა, თუმცა გარდა ამისა, 2 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში და ვარანთან ერთად, სრულად ჩაატარა შეხვედრა.

ცნობისათვის, ამ მუნდიალზე უკვე მეორედ, ბენზემა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (144)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)