სამეფო კლუბს კოვაჩიჩსაც უკავშირებენ
მადრიდში სერიოზულად განიხილავენ ხორვატი ნახევარმცველის ტრანსფერს - წერს იტალიური Mediaset.
გავრცელებული ინფორმაციით, უკვე შედგა კომუნიკაცია კოვაჩიჩის აგენტსა და კარლო ანჩელოტის შორის და უკვე მუნდიალის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ოფიციალური მოლაპარაკებებიც დაიწყოს.
ამჟამად, 20 წლის მოთამაშე, თანამემამულეებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდის და არცთუ ისე ურიგო.დის მილანის „ინტერის“ საკუთრებაა, სადაც განვლილ სეზონში 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
კოვაჩიჩი „ნერაძურის“ ახალი ბოსის, ერიკ ტროჰირის ფავორიტი მოთამაშე ყოფილა, თუმცა ეს უკანასკნელი მზად არის, 25 მილიონად შეელიოს ახალაგზრდას.
AS
- 20 ივნისი 2014
- 2 013
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.