ესპანეთში კასილიასი და ალონსო ჩამოწერეს
ბოლო დროს ტრიუმფებით განებივრებული ესპანელები, ამჯერად, საყვარელი ნაკრების ფიასკოს მიზეზებს განიხილავენ.
Marca-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან გამოჩნდა, რომ ადგილობრივები, წარუმატებლობას, რამდენიმე მოთამაშეს მიაწერენ.ქომაგთა უმრავლესობის აზრით, სანაკრებო კარიერის დასრულებაზე, კასილიასი, ალონსო, ჩავი, რეინა, ხუანფრანი, ალბიოლი, კოშტა, ვილია, ტორესი და მთავარი მწვრთნელი დელ ბოსკე უნდა დაფიქრდნენ.
უფრო კონკრეტულად, „ფურია როხას“ კაპიტნად იკერის აღარ ხილვა, 151 ათას ქომაგს სურს.ცოტათი ნაკლებია ჩაბის განეიტრალების მსურველი - 169.840, ხოლო ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულა, კატატალონიელი ჩავის მიმართ დააფიქსირეს - 204.480.
ამასთანავე, პარალელურ გამოკითხვაში, მადრიდული გამოცემის მკითხველს, უნდა დაესახელებინათ ის ახალაგზრდა ფეხბურთელები, რომელთა ნაკრებში გამოძახების დროც დადგა.ჩვენდა სასიხარულოდ, ყველა მეტი ხმა, ისკომ, კარვახალმა და ხესემ მოაგროვეს.
MARCA
- 20 ივნისი 2014
- 3 327
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.