აზარს რონალდოსგან მაგალითის აღება სურს
ედენ აზარის აზრით, კრიშტიანო რონალდო საუკეთესოა და მისგან მაგალითების მიღება სურს.
"იმისათვის, რომ ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოვხვდე, რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა გავიტანო და მატჩიდან მატჩამდე თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესო. მხოლოდ ასე მივაღწევ ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს დონეს."
"ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის აზრით, მე საუკეთესო ხუთეულში უკვე შევდივარ. ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, რადგან ჩემ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს. ჩემი ამოცანა მინდორზე გამოსვლა და მწვრთნელის მიერ მოცემული დავალებების შესრულებაა."
"ბელგიის ნაკრები საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ვფიქრობ წარმატების მიღწევას შევძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მატჩში გამარჯვების მოპოვება გაგვირთულდა, ჩვენი ჩამოწერა მუნდიალიდან არ შეიძლება. ჯგუფში სასურველი პოზიცია გვიჭირავს და დარწმუნებული ვარ, ამ ეტაპს აუცილებლად გადავლახავთ."
Defensacentral.com
- 20 ივნისი 2014
- 2 081
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.