დიდი მისია მადრიდის "რეალს"
ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩენით, საკუთარ გულშემატკივრებს დიდი დარტყმა მიაყენა. ფაქტია, რომ დელ ბოსკეს გუნდში გადახალისება/გაახალგაზრდავება უკვე აუცილებელია...
ფურია როხა ვეღარ არის ისეთი ეფექტური, როგორიც ადრე იყო, ამ ნაკრებში აუცილებლად დაიწყება გადახალისებები, რომელიც ძალიან საჭიროა.
2009 წლის შემდეგ ფლორენტინო პერესმა მადრიდის რეალის "ესპანიზირების" პროცესი დაიწყო, პრეზიდენტმა დიდი აქცენტი გააკეთა ადგილობრივ ფეხბურთელებზე, ეს პროექტი ახლაც წარმატებით გრძელდება.
დღესდღეობით მადრიდის რეალში უამრავი ესპანელი ახალგაზრდა ირიცხება, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სავარაუდოდ სწორედ ამ მოთამაშეებმა უნდა დაიცვან "ლა როხას" ღირსებას.
ისკო ალარკონი, ასიერ ილიარამენდი, ალვარო მორატა, დანიელ კარვახალი, ხესე როდრიგესი, ნაჩო ფერნანდესი - სწორედ ესენი არიან ის მადრიდელი შეგირდები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ ნაკრების ღირსების დაცვა.
კარლო ანჩელოტისა და მადრიდის "რეალს" ეროვნული ნაკრების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რომელსაც თავი აუცილებლად წარმატებით უნდა გაართვას.
ისკო ალარკონისა და დანიელ კარვახალის სახლში დატოვებით, ბოსკემ შეცდომა დაუშვა და ამაზე ყველა თანხმდება. თანაც ისკო სწორედ იმ ტაქტიკისთვისაა დაბადებული, რომელსაც ბოსკე გვთავაზობდა.
რაც შეეეხება დანიელს, ყველამ დაინახა, რომ კარვახალის დონის მცველი მუნდიალზე "წითლებს" არ ჰყავდათ.
ხესე როდრიგესს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, მან თითოეული მადრიდისტა განაცვიფრა, თუმცა უმძიმესი ტრავმა მიიღო და იგი სტადიონზე საკლუბო სეზონის სტარტზეც ვერ გავა, რადგან ჯერ-ჯერობით რეაბილიტაციის პროცესში იმყოფება, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი გახლავთ.
- 20 ივნისი 2014
- 2 414
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.