ხესე დეკემბერში გეგმავს დაბრუნებას
„ახალგაზრდა შემტევს ტრავმა რომ არ მიეღო, აუცილებლად მოვიგებდით პრიმერა დივიზიონსაც“ - დასძინა განვლილი სეზონის ბოლოს კარლო ანჩელოტიმ.
რთულია არ დაეთანხმო მადრიდელთა დამრიგებელს, რამეთუ პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურებში, რონალდუსა და ბეილის დაზიანებების წყალობით, „რეალს“ ძალიან უჭირდა შეტევით ხაზში და ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს, როდრიგესი თავის სათქმელს იტყოდა, თუმცა ეს უკვე წარსულია და „ოციანიც“ მთლიანი შემართებით მოედანზე დაბრუნებაზე ფიქრობს.
ამ ეტაპისათვის, ხესე, ყოველდღიურად სტუმრობს „ვალდებებასის“ სამწვრთნელ ბაზარს და ფიზიოების მეთვალყურეობის ქვეშ, რამდენიმე საათი მუშაობს.უახლოეს მომავალში, 1-2 ვიზიტი კიდევ მოუწევს აუგბურგში, სადაც კოსულტაციას გაივლის მკურნალ ექიმთან.
დიდი ალბათობით, მისი დაბრუნება დეკემბერში იგეგმება.
Merengues.Ru
- 20 ივნისი 2014
- 1 828
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.