ფლორენტინოს ვიდალი ძალიან მოსწონს
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი არტურო ვიდალის თამაშით მოხიბლულია და ყველაფერს გააკეთებს ტრანსფერის გასაჩარხად...
არტურო ჩილეს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ასპარეზობს, იგი უნივერსალია და გუნდს ნებისმიერ წერტილში ეხმარება.
პრეზიდენტი პერესი "იუვენტუსთან" მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს, მას სურს ჩილელი ფეხბურთელის დამატება, მაგრამ ისიც იცის, რომ "ბებერი ქალბატონი" არტუროს სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას მოითხოვს.
ამასთანავე საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ ფლორენტინო იუვენტუსთან ურთიერთობას ალვარო მორატას გამო იფუჭებს, მას არ სურს ესპანელი ფორვარდის იჯარის გარეშე გაშვება, ტურინელები კი მხოლოდ 5 წლიან კონტრაქტზე არიან თანახმა, აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული იტალიის ჩემპიონებმა ფეხბურთელის პრინციპის გამოც არ გაყიდონ.
თავის მხრივ ვიდალის შეძენაზე უარს არც კარლო ანჩელოტი აცხადებს, ის თვლის, რომ ანხელ დი მარიასთან, ლუკა მოდრიჩთან და სხვებთან ერთად არტურო შესანიშნავად ითამაშებს და გუნდს ძალიან გამოადგება.
- 20 ივნისი 2014
- 1 364
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.