პარდესა : "შესაძლოა ბრაზილიაში ჩვენი ექიმი გაემგზავროს"
მიგელ პარდესა შეშფოთებულია კრიშტიანო რონალდუს ირგვლივ განვითარებული მოვლენებით...
"ვერაფერი გავიგეთ, სიმართლე გითხრათ მსგავსი არასერიოზული მიდგომა ისეთი ფეხბურთელის მიმართ, როგორიც კრიშტიანო რონალდუა, საკმაოდ დიდ რისკად მიმაჩნია."
"პრესაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით შემტევი ვერცერთი ვარჯიშის დასრულებას ვერ ახერხებს, ანუ რა გამოდის? ფეხბურთელს ტრავმა აქვს, რომელიც ჯერ-ჯერობით განკურნებული არ არის."
"იმ შეთხვევაში თუ რონიმ მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დაპირისპირებაში მონაწილეობა ვერ მიიღო, ან ტრავმით ითამაშა, ჩვენი კლუბის ექიმი ბრაზილიისკენ აიღებს გეზს და ფეხბურთელს პირადად გასინჯავს, მსგავს სიტუაციაში მეტი სერიოზულობაა საჭირო."z
- 20 ივნისი 2014
- 1 828
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.