ზიდანი კასტილიას ახალი მწვრთნელი?
მადრიდის „რელს“ ზინედინ ზიდანთან განშორება არ სურს.
ზიდანი არის ის ადამიანი, რომელიც მადრიდში ძალიან უყვართ და სწორედ ამიტომ, ფლორენტინო პერესი მას კასტილიას მთავარ მწვრთნელობას სთავაზობს.
როგორც მოგეხსენებათ, ფრანგული კლუბების ხელმძღვანელები ცდილობენ ზიზუსთან მოლაპარაკებების დაწყებას და ძალიან ბევრი გრანდი მას მთავარ მწვრთნელობას სთავაზობს. ყველაფრის მიუხედავად მადრიდის „რეალის“ ვეტერანი ჯერ არსად წასვლას არ აპირებს.
გამომდინარე იქიდან, რომ სარაგოსა და მურსია ვერ იხდიან საკმარის თანხას იმისთვის, რომ სეგუნდა დივიზიონში იასპარეზონ, კასტილიას გაუჩნდა შანსი მომავალი სეზონი ისევ ესპანეთის მეორე დივიზიონში ითამაშონ და არ გავარდნენ.
სამეფო კლუბის გადაწყვეტილებით კი ახალგაზრდა მადრიდისტების მთავარი დამრიგებელი ზინედინ ზიდანი გახდება, თუ რა თქმა უნდა, იგი ამას მოისურვებს.
Defensacentral.com
- 19 ივნისი 2014
- 2 657
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.