ნესტა : "ტიკი-ტაკა ფეხბურთში ანჩელოტიმ შექმნა"
ალესანდრო ნესტას განცხადებით, ესპანური ფეხბურთი ჩაფარცხული ნამდვილად არ არის, რადგან ამ ქვეყნის წარმომადგენლები დიდებულ შედეგებს დებენ...
"ფურია როხამ ყველა გაგვაკვირვა, თუმცა ჩემპიონობის შემდეგ ხშირია ჩავარდნები, რაც აღმოფხვრადია, აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთი მოწოდების სიმაღლეზე იდგება."
"ტიკი-ტაკა? ეს სტილი ესპანელების მოფიქრებული არ არის. საფუძველი კარლო ანჩელოტიმ ჩაყარა, თუმცა მილანმა მსგავსი სტილით ცოტა ხნის მანძილზე ითამაშა, შემდეგ კი გამოჩნდა ხისეპ გვარდიოლა, რომელმაც ტიკი-ტაკა დახვეწა და ბარსელონასთან ერთად ამ სტრატეგიით არაერთ წარმატებას მიაღწია."
"ყველაფრის მიუხედავად ვთვლი, რომ ტიკი-ტაკა ესპანეთში შექმნილი არ არის, რადგან ეს გენიალურმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ წარუდგინა მაყურებელს."
- 19 ივნისი 2014
- 3 812
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.