"მილანი" ლოპესში 12 მილიონს ჩამოდის
იტალიურ პრესაზე დაყრდნობით, მილანის ხელმძღვანელობა მზად არის დიეგო ლოპესის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადოს და ფეხბურთელს 3 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს...
"როსონერი" კიპერია ძიებაშია, მათ რამდენიმე კანდიდატი ჰყავთ, რომელსაც მექსიკელი ოჩოაც დაემატა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნამდვილი აღმოჩენა გახლავთ.
გავრცელებული ინფორმაციით იტალიელებმა ფლორენტინო პერესს 12 მილიონი შეთავაზება გაუკეთეს, მათ დიეგო ლოპესი ძალიან ესიმპატიურებათ და 3 წლიან კონტრაქტზე არიან თანახმა.
Corriere Dello Sport-ის არაოფიციალური იტალიელები ლოპესს 3.5 მილიონ ევროს სთავაზობენ წლიურად და ამასთან ერთად, თუ ესპანელი მეკარე ყველა ტურნირზე ჯამში 40 ან მეტ შეხვედრას ჩაატარებს, მის გასამარჯელოს 1 მილიონი ევროც დაემატება, რაც 30 წელს გადაცილებული გოლკიპერისთვის ნამდვილად სოლიდური შემოსავალი იქნება.
თავად მეკარემ შვებულება უკვე შეწყვიტა და ყოველდღიურად ბერნაბეუს სატრენაჟორო დარბაზში ემზადება, მას "რეალში" დარჩენა და მომდევნო სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა სურს.
- 19 ივნისი 2014
- 1 809
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.