დე ლაურინტისი პიპას სანაცვლოდ 70 მილიონს ითხოვს
მოგეხსენებათ, კატალონიის ბარსელონა გონსალო იგუაინის გადაბირებით არის დაინტერესებული, რასაც ესპანეთში, განსაკუთრებით კი მადრიდში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რადგან წლების მანძილზე არგენტინელი წინახაზელი სწორედ "რეალის" ღირსებას იცავდა...
კატალონიელები იტალიაში ვიზიტსა და მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ. მათი მიზანი არგენტინის ნაკრების ფორვარდის დამატება იქნება, თავად იგუაინს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს, იგი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მუნდიალის მოგებით არის დაინტერესებული და საკლუბო ინფორმაციები არ აინტერესებს.
ნაპოლის მწვრთნელს, რაფა ბენიტესს პიპიტას გაშვება არაფრის დიდებით არ სურს, იგივე აზრზეა პრეზიდენტი დე ლაურენტისი, რომელიც მსოფლიომ უკვე გაიცნო, როგორც ყველაზე ჯიუტი პრეზიდენტი, მან ყველაფერი გააკეთა კავანისა და ლავეცის შესანარჩუნებლად, თუმცა არაფერი გამოუვიდა, მაგრამ შეძლო პიპიტას დაყოლიება, რომლის სანაცვლოდაც მადრიდის ბიუჯეტი 40 მილიონი ევროთი გაზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტი არც ამჟამად აპირებს პოზიციების დათმობას და ბარსელონას პიპიტას სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს სთხოვს, რაც თავისთავად ძალიან არარეალური თანხა გახლავთ.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე დიდი შანსი იმისა, რომ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ გონსალოს ტრანსფერზე ხელი ჩაიქნიოს და თავის მხრივ არც არგენტინელი გახდეს დედაქალაქელთა ანტიგმირი.
- 19 ივნისი 2014
- 2 490
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.