მოდრიჩი : "ყველაფერი ახლა იწყება"
ლუკა მოდრიჩის განცხადებით, ხორვატიის ნაკრებმა კამერუნელთა დამარცხებით სერიოზული განაცხადი გააკეთა...
"დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ბრაზილიასთან თამაშში 3 გოლი გავუშვით, რამაც დაგვრთგუნა, თუმცა ყველას გვჯეროდა, რომ დანარჩენი დაპირისპირებების მოგების შემთხვევში 1/8 ფინალის საგზურს მოვიპოვებდით. ერთი მატჩი მოვიგეთ და 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში, ახლა კი მექსიკას უნდა ვძლიოთ."
"ვიცით, რომ ურთულესი დაპირისპირება გველის, გადაწყვეტილი არაფერია, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ტურნირის მასპინძელს არაფერი დაუთმო, აქედან გამომდინარე ყველა ხვდება, რომ ხორვატიამ შესაძლოა ფინალის ტოლფასი პაექრობა გამართოს."
"ტკივილები მაქვს, მაგრამ თამაში შემიძლია. ვფიქრობ, მომდევნო დაპირისპირებამდე რეაბილიტაციას შევძლევ და გამაყუჩებლის გარეშე გავალ მოედანზე, დაზიანება მეტისმეტად უმნიშვნელო გახლავთ."
- 19 ივნისი 2014
- 2 634
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.