რამოსი: "ბოდიშს ვუხდი ყველას"
სერხიო რამოსმა ესპანეთის თამაში შეაფასა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
ეპოქის დასასრული: "ეხლა დროა, რომ იმაზე მეტად ერთიანნი ვიყოთ, ვიდრე ოდესმე. არაა ის დრო, რომ დასკვნები გამოვიტანოთ და განვსაჯოთ. წინ ძალიან ლამაზი და კარგი მომავალი გველის, სხვანაირად შეუძლებელია იმ ნაკრებისთვის, რომელმაც თავისი ეპოქა შექმნა. ფეხბურთში წინსვლაა საჭირო, წარსულით არ უნდა იცხოვრო."
ჩავარდნის მიზეზები: "დღეს ადვილია დასკვნების გაკეთება ვიღაცეებისთვის. ჩვენ დღეს დამარცხებულები ვართ."
ბოდიში: "ყველა ესპანელს და ესპანეთის გულშემატკივრებს ვუხდით ბოდიშს. ჩვენ ისინი ბედნეირებას და სიხარულს მივაჩვიეთ, დღეს კი იმედები გავუცრუეთ და დავამწუხრეთ. ბოდიში მათ ამის გამო, მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ ყოველთვის ისე არ ვითარდება მოვლენები, როგორც ჩვენ გვინდა."
მომავალი: "არ ვფიქრობ, რომ ეს ეპოქის დასასრულია. ეს უბრალოდ ჩავარდნაა. იმედი მაქვს, ასე ფიქრობს ყველა ის ფეხბურთელი, ვინც ჩვენს გვერდითაა. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი იმ ბრწყინვალე ეპოქის, რაც ჩვენმა ნაკრებმა შექმნა. იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, ვინაიდან ეს გუნდი იმსახურებს პატივისცემას ყველაფერი იმის შემდეგ, რაც გააკეთა."
დელ ბოსკეს მომავალი: "ჩვენ არ ვერევით მწვრთნელის გადაწყვეტილებაში. მას სრული ნდობა აქვს ჩვენგან. დიდებუ8ლი წლები გავატარეთ ბრწყინვალე მწვრთნელთან და ადამიანთან ერთად. არ აქვს მნიშვნელობა რას გადაწყვეტს, მუდამ გვერდით დავუდგებით."
წყარო: AS
- 19 ივნისი 2014
- 3 409
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.