მესი : "თუ პიპა ბარსელონელი გახდება, უბედნიერესი ვიქნები"
ლიონელ მესიმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გონსალო იგუაინის ბარსელონაში ტრანსფერის შემთხვევაში იგი უბედნიერესი იქნება, რადგან პიპიტა მნიშვნელოვნად გააძლიერებს კატალონიური კლუბის შეტევის ხაზს...
"მიხარია, რომ ჩემმა კლუბმა გონსალოსადმი ინტერესი გამოთქვა. ჩემი აზრით პიპა საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ეს ფეხბურთელი ნებისმიერ კლუბს უდიდეს დახმარებას უწევს."
"ჩემთვის უმნიშვნელოვანესია კარგი პარტნიორი, პიპა კი ნამდვილად დიდებული ფორვარდი გახლავთ."
"თუკი ტრანსფერი გაიჩარხა, ძალიან გამიხარდება, რადგან ბარსელონა შეიძენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამტან ფორვარდს."
- 18 ივნისი 2014
- 2 418
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.