სიტის ხელმძღვანელობა მადრიდში ვიზიტს გეგმავს
მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი უკვე დიდი ხანია კეპლერ პეპეს შეძენინთაა დაინტერესებული, პორტუგალიელი უკანახაზელის შეძენაზე "ლურჯები" ჯერ კიდევ შარშან აცხადებდნენ პრეტენზიას...
ინგლისურ პრესაზე დაყრდნობით მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა ესპანეთის დედაქალაქში ვიზიტს და მოლაპარაკებების მაგიდაზე მისხდომას გეგმავს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიოს ფლორენტინო პერესის პოზიციაზე პეპესთან დაკავშირებით.
პორტუგალიელი უკვე ასაკშია, თუმცა კარლო ანჩელოტი სრულ ნდობას უცხადებს და თითქმის ყოველ დაპირისპირება "სამიანი" სასტარო შემადგენლობაში გვევლინება.
"ქალაქელთა" შემოთავაზების შესახებ ამჟამად ცნობილი არაფერია, თუმცა გარკვეული ხნის წინ ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისელები 30 მილიონ ევროს იხდიდნენ.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ პეპეს ფასი მნიშვნელოვნად დაწეულიყო, აქედან გამომდინარე ახალი შეთავაზება მინიმუმ 25 მილიონიანი იქნება, თუმცა შესაძლოა ეს ციფრი გაცილებით უფრო მეტიც იყოს.
- 17 ივნისი 2014
- 1 967
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.