ცვლილებები "ფურია როხას" ძირითად შემადგენლობაში
გულშემატკივარი ჩილეს წინააღმდეგ მატჩში სახეცვლილ ესპანეთის ნაკრებს იხილავს.
როგორც ჩანს, ვისენტე დელ ბოსკემ გაანალიზა განცდილი მარცხი და დაინახა შეცდომებიც, რომელიც ჰოლანდიის ნაკრების წინაშე დაუშვა. სწორედ ამიტომ, ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა ძირითადი შემადგენლობა შეეცვალა და ის ფეხბურთელები დაესვა სათადარიგოთა სკამზე, ვისი თამაშითაც უკმაყოფილო იყო.
დაცვის ცენტრში პიკეს მაგივრად ითამაშებს ხავი მარტინესი. ნახევარდაცვაში კი ორი ცვლილება იქნება. ჩავი ერნანდესის ნაცვლად პირველივე წუთებიდან სტადიონზე კოკე გამოვა. ხოლო დავიდ სილვას პედრო როდრიგესი ჩაანაცვლებს.
საბოლოო ჯამში ესპანეთის ნაკრების ძირითად შემადგელობას ასეთი იქნება: კასილასი, ასპილიკუეტა, მარტინესი, რამოსი, ალბა, ბუსკეცი, ალონსო, კოკე, ინიესტა, პედრო და კოშტა.
Marca.com
- 17 ივნისი 2014
- 5 693
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.