გრიზმანი: "მუნდიალზე ვფიქრობ, "რეალზე" ჯერ არა"
საფრანგეთის ნაკრებისა და "სოსიედადის" ფეხბურთელმა, ანტონიო გრიზმანმა მცირე კომენტარი გააკეთა.
"მადრიდის „რეალის“ ინტერესზე არაფერი ვიცი. ახლა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობ და ჩემი მიზანი ბრაზილიაში წარმატებული ასპარეზობაა. ყოველ დილით გაღიმებული ვიღვიძებ და სავარჯიშოდ ვემზადები. სრულად ვიხარჯები, რათა სასურველ შედეგს მივაღწიო. ამის გარდა ახლა არაფერზე ვფიქრობ."
"როდესაც ჩემი დებიუტი შედგა „რეალ სოსიედადში“, მივხვდი რომ ეს ყველაფერი არ იყო და წინსვლა უნდა გამეგრძელებინა. წელს ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზეც და უზომოდ ბედნიერი ვარ. მინდა, რომ წარმატებებმა იმატოს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ."
Defensacentral.com
- 17 ივნისი 2014
- 2 152
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.