დიდი მადლობა მადრიდის რეალს!!!

მას შემდეგ რაც შედგა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა, გადაიკვეთა მადრიდის რეალის, მილანის, მარსელისა და ციურიხის გზები, მათ ერთი ჯგუფი აერთიანებდა. საფეხბურთო ექსპერტები იტალიურ და ესპანურ გრანდების 1/8 ფინალში იოლად გასვლას ვარაუდობდნენ, თუმცა მილანმა ყველაფერი ყირაზე დააყენ. მილანმა მოიგო და ფრედ ითამაშა როგორც ბლანკოსთან ასევე მარსელთან, სამაგიეროდ სან-სიროზე დათმო მატჩი ციურიხთან. შედეგად კი მივიღეთ სიტუაცია, რომლის მიხედვითც შემდეგ ეტაპზე თამაში არც ერთ გუნდს არ ჰქონდა გარანტირებული.

ბოლო ტურისთვის არსებობდა 3 ვარიანტი, 1/8 ფინალში იასპარეზებდნენ: მილანი და რეალი, "ბლანკოსი" და მარსელი ან მილანი და მარსელი, მადრიდული კლუბი ყველაზე კარგ სიტუაციაში იყო, ვინაიდან მის შემდეგ ეტაპზე გასვლისათვის უნდა დაეთმო მარსელთან მატჩი მინიმუმ 3:0, აგრეთვე მილანს 3 ქულა უნდა მოეპოვებინა თავის შეხვედრაში.

თბილისის დროით 23:45 წუთზე პარალელურ რეჟიმში დაიწყო ორივე მატჩი. მადრიდელებს მონდომება ეტყობოდათ და მეხუთე წუთზე კრიშტიანო რონალდომ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით დააწინაურა მადრიდული კლუბი, 6 წუთში კი ლუჩო გონსალესის წყალობით მარსელის ფეხბურთელებმა წონასწორობა აღადგინეს, მთელი პირველი ტაიმი საფრანგეთში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და კლუბები ცდას არ აკლებდნენ, რათა თავისი მიზნისთვის მიეღწიათ. ფრანგები ცდილობდნენ მერვედფინალის საგზურის მოპოვებას, ხოლო მადრიდელი ფეხბურთელები კი კლუბის სულისჩამდგმელს ფლორენტინო პერესს და გულშემტკივრებს უმტკიცებდნენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დახარჯული კოლოსალური თანხა წყალში არ გადაყრილა.

როდესაც მარსელში გუნდები ერთმანეთს "ჭამდნენ", ციურიხში, მილანი თავის ჩვეულ ნელ ტემპში, უღიმღამო მატჩს ატარებდა, რომელსაც სავარაუდოდ მისი გულშემატკივრები უკვე მიეჩვივნენ, უფრო მეტიც 30-ე წუთზე, იტალიურმა კლუბმა შვეიცარიელებისგან გოლის გაშვებაც კი მოახერხა და ახლა უკვე ისინი მთლიანად მადრიდის რეალზე იყვნენ დამოკიდებული, ვინაიდან მატჩის მსვლელობიდან კარგად ჩანდა, რომ როსონერი მატჩის შემობრუნებას ვეღარ მოახერხებდა. იტალიელებს მატჩის მოგების იმედი რონალდინიომ ჩაუსახა, რომელმაც 64 წუთზე თერთმეტ მეტრიანი ზუსტად შეასრულა. მსაჯმა კი პენალტის დანიშვნის ეპიზოდში მასპინძელთა მცველი როხატი გააძევა.

ამ ყველაფერმა კი უფრო მეტი მოტივაცია შესძინა მარსელის ფეხბურთელებს და უფრო აქტიურად შეუტიეს მადრიდის რეალს, ვინაიდან მათთვის უკვე ნებისმიერი ანგარიშით მოგება, შემდეგ ეტაპზე გასვლის საწინდარი იყო. შედეგად კი მათ მე-60 წუთზე მიიღეს გოლი საკუთარ კარში. ამჯერად მადრიდელი ინჩასები რაულ ალბიოლმა ასახელა. გაშვებული ბურთის შემდეგ მასპინძლებმა ბლანკოსის ფეხბურთელებს კიდევ უფრო შეუტიეს და თერთმეტ მეტრიანის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, ლუჩო გონსალესს შეეძლო დუბლი გაეფორმებინა და მატჩში გარდატეხა შეეტანა, თუმცა მან ბურთი ძელს მორტყა. სამაგიეროდ დუბლი მე-80 წუთზე გაიფორმა კრიშტიანუ რონალდომ და წერტილი დასვა შეხვედრაში. მან დააწყნარა როგორც მადრიდელი გულშემატკივარი, აგრეთვე იტალიელი გულშემატკივარი. ასე, რომ როსონერის ფანებს შეუძლიათ მადლობა გადაუხადონ რონალდოს და კომპანიას, რომ მათი საყვარელი გუნდი 1/8 ფინალში ითამაშებს.

  • SunSay
  • 9 დეკემბერი 2009
  • 3 803
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (293)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)