დეშამი: "საფრანგეთის ნაკრებს ბენზემა სჭირდება"
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც კარიმ ბენზემაზე გაამახვილა ყურადღება.
"ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ რა შეუძლია ბენზემას. კარიმს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა მადრიდის „რეალში“ და იგი საუკეთესო ფორმაში იმყოფება. საფრანგეთის ნაკრებისთვის ბენზემ უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია."
"მას შემდეგ, რაც ფრანკ რიბერიმ ტრავმა მიიღო და ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებს, ბენზემა გახდა საფრანგეთის სული და მან უნდა იკისროს ლიდერის სტატუსი. დღეს იქნება კარიმის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ნაკრებში, ჰონდურასის წინააღმდეგ."
- 15 ივნისი 2014
- 1 304
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.