ლუკა მოდრიჩი ტრავმირებულია
ბრაზილიასტან მატჩში მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი დაშავდა.
მოდრიჩმა ბრაზილიის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და შეხვედრის დასრულების შემდეგ მარცხენა ფეხზე დისკომფორტი იგრძნო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ნიკო კოვაჩმა კომენტარი გააკეთა.
"ლუკა ამჟამად სალვადორში იმყოფება და ჩვენი ექიმები მისი ტრავმის შესწავლას ცდილობენ. მოდრიჩს რამდენიმე ვარჯიშის შესრულება მოუწევს, რის შემდეგაც მივხვდებით რამდენად მძიმეა მისი დაზიანება. იგი ჩვენი ნაკრების წამყვანი ფეხბურთელია იმედია ყველაფერი კარგად იქნება."
მოდრიჩი და რაკიტიჩი მართლაც, რომ ხორვატიის ნაკრების ლიდერები არიან და ერთ-ერთი მათგანის არყოფნაც კი სავალალო იქნება გუნდისთვის.
Insidespanishfootball.com
- 14 ივნისი 2014
- 2 567
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.