მარადონა: "მოურინიო მართალი აღმოჩნდა"
დიეგო მარადონამ ესპანეთის სენსაციურ მარცხზე ისაუბრა.
"ჰოლანდიელებმა პრაქტიკულად წარმოუდგენელი რამ შეძლეს. მათ მოახერხეს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის კარში ხუთი ბურთის გატანა, რაც რაღა თქმა უნდა დასაფასებელია."
"მინდა მივემხრო ჩემი მეგობრის, ჟოზე მოურინიოს სიტყვებს. როდესაც „განსაკუთრებულმა“ კასილასის სათადარიგოთა სკამზე დასმა გადაწყვიტა, მან განაცხადა, რომ იკერის დრო წავიდა და რომ ის ვეღარ მეკარეობს. მოურინიოს სიტყვები გუშინ გამართლდა და იკერ კასილასმა ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა კარიერის განმავლობაში."
Marca.com
- 14 ივნისი 2014
- 6 283
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.