85 წუთი რეკორდამდე
სწორედ ამდენი წუთი აშორებს იკერ კასილასს მორიგ რეკორდამდე
ესპანეთის ეროვნული ნაკრების გოლკიპერსა და კაპიტანს იკერ კასილასს, აქვს შანსი, რომ მორიგი მშრალი სერიის რეკორდი დაამყაროს მსოფლიო ჩემპიონატზე. თუ ის დღევანდელი თამაშის დროს 85 წუთის მანძილზე არ გაუშვებს გოლს, მაშინ იკერი გადააჭარბებს 517 წუთიან წაუგებელ სერიას , რომელიც 1990 წელს იტალიელმა ვალტერ ზენგამ დაამყარა.
ბოლოს ესპანეთის კარის დარაჯმა თავის კარში გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე 2010 წელს ჯგუფური შეხვედრისას "ჩილელი" როდრიგო მილარისგან გაუშვა. ის შეხვედრა საბოლოოდ ესპანელებმა 2:1 მოიგეს.
მას შემდეგ, კასილასს ერთი გოლიც არ გაუშვია ოთხი თამაშის მანძილზე. მაშინ კასილასს კარს ემუქრებოდა პორტუგალია, პარაგვაი, გერმანია და ჰოლანდია, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა კაპიტანის დამწუხრება.
წყარო: AS
- 13 ივნისი 2014
- 4 101
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.