მორატას აგენტები ბერნაბეუზე გამოჩნდნენ

ჯუანმა ლოპესი თავის იტალიელ პარტნიორ ბეპე ბოზოსთან ერთად, რომელიც მორატას "იუვენტუსში" გადასვლითაა დაინტერესებული, დღეს "ბერნაბეუს" სტუმრობდა.

მორატას წარმომადგენლები დღეს კლუბის სტადიონს ეწვივნენ, რათა განეხილათ ის ვარიანტები, რომელიც არსებობს ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით. ალვაროს აგენტს ჯუანმა ლოპესს დღეს თან ახლდა ბეპე ბოზო, რომელიც, როგორც წესი, ჯუზეპე მაროტას ახლო პარტნიორია ტრანსფერების საქმეში და ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებულ ტრანსფერებში დიდ როლს თამაშობს.

ბოზოს დღეს მოედანზე მისვლა არ იყო განსაკუთრებული, ვინაიდან ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ალვაროს შეძენით "იუვენტუსია" დაინტერესებული. იტალიელების შემოთავაზებაა 15 მილიონი , რომელსაც დაემატება ხუთი მილიონი მომავალში, მაგრამ კონტრაქტში არ უნდა იყოს გამოსყიდვის უფლების მუხლი ჩადებული, რაც "მადრიდის რეალისთვის" არ არის მისაღები, ვინაიდან კლუბი მორატას განიხილავს, როგორც თავის მომავალს. "ვილიარეალი" და "ვოლფსბურგი" სათადარიგო ვარიანტია. ასევე ბევრი საუბარი მიდის "არსენალის", "ტოტენჰემის" და "სევილიას" დაინტერესებაზეც, მაგრამ ოფიციალურ შეთავაზებამდე საქმე ჯერ არ მისულა.

წყარო: AS

  • shvela
  • 13 ივნისი 2014
  • 1 486
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)