ნაჩოსთვის 4 კლუბი იბრძოლებს
24 წლის ცენტრალური მცველის შესაძლებლობებით, სხვადასხვა ჩემპიონატის გუნდები არიან დაინტერესებულნი.
განვლილ სეზონში, ფერნანდესმა 1374 წუთი გაატარა საქმეში და არცთუ ისე ურიგოდ.ის ყოველთვის დამაჯერებელია თავის ქმედებებში და ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს მწვრთნელის შანსი.სწორედ ამიტომ, ანჩელოტი მის გაშვებას მწვანე შუქს არ უნთებს.იტალიელი კმაყოფილია ნჩაოს გარჯითა და უნივერსალიზმით (მოგეხსენებათ, მას დაცვის ნებისმიერ პოზიციაზე ძალუძს ასპარეზობა).
ჯერჯერობით უცნობია, რა აზრზეა თავად ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა, შედარებით დაბალი დონის კლუბში სასტარტო შემადგენლობაში თამაშით მოიხიბლოს.
უახლოეს მომავალში, „ნაპოლი,“ „ბაიერი,“ „შალკე“ და „პორტუ“ გააჩაღებენ ბრძოლას ნაჩოსთვის.
AS
- 13 ივნისი 2014
- 1 324
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.