"რეალი" ვარგასში 15 მლნ. ევროს იხდის
მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად გამოხატა დაინტერესება "ფიორენტინას" პერუელი მარცხენა მცველით ხუან ვარგასით. როგორც პრესა იუწყება უკვე შედგა პირველი მოლაპარაკებები "რეალისა" და "ფიორეს" სპორტულ დირექტორებს შორის. მადრიდელები მზად არიან 15 მლნ. ევრო გადაიხადონ ვარგასის შესაძენად.
ორი დღის წინ "ვიოლას" მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა: "თუ ვარგასი "რეალში" გადავა, მისთვის იდეალური გუნდი იქნება. ის გააძლიერებს დაცვის მარცხენა ფლანგს". კვირას პერუელმა მცველმა დაახლოებით 30 მეტრიდან გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა "ატალანტას" წინააღმდეგ.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 8 დეკემბერი 2009
- 3 601
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.