ხესეს პირველი სეზონი
ესპანურმა პრესამ ხესე როდრიგესის სეზონი მიმოიხილა.
ხესემ ყველაფერი ნოლიდან დაიწყო. სეზონის დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა, რომ 3-4 თვის შემდეგ ანჩელოტის შემადგენლობაში იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდებოდა.
როდრიგესმა საკმაოდ მცირე პერიოდში უდიდესი პროგრესი აჩვენა და გულშემატკივარს თავი შეაყვარა. მან მოახერხა იტალიელი მწვრთნელის გულის მოგება და ხშირად ძირითად შემადგენლობაშიც ხვდებოდა. თუმცა უიღბლობის გამო, მან უმძიმესი ტრავმა მიიღო და სეზონი დროზე ადრე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ხესე როდრიგესმა გასულ სეზონში ლა ლიგაში 5 გოლი გაიტანა, ხოლო კოპა დელ რეიზე 3-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. ამჟამად მადრიდელთა „20“-იანი ტრავმის შემდეგ აღდგენით სამუშაოებს ასრულებს და მომავალი სეზონისთვის ემზადება.
- 12 ივნისი 2014
- 3 615
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.