დი მარია: „ჩ/ლიგა და მუნდიალი განსხვავებული ტურნირებია“
„რეალის“ არგენტინელმა შემტევმა ანხელ დი მარიამ, AS-ს გაუზიარა მოლოდინები მოახლოვებული მუნდიალის შესახებ.
- დიდებული სეზონი ჩაატარეთ, რომელსაც მხოლოდ მუნდიალის წარმატებით დასრულება აკლია.რას ელოდებით ბრაზილიაში გასამართი ჩემპინოტაისაგან?
- მოხარული ვარ, რომ ეროვნული ნაკრების რიგებში ვიმყოფები და მთავარი მწვრთნელი ნდობას მიცხადებს.საკვალიფიკაციო ეტაპი არცთუ ისე ფეერიულად ჩავატარეთ, თუმცა სრულად გავაანალიზეთ შეცდომები და ახლა უკვე, საბრძოლო განწყობით ვხვდებით მუნდიალს.ჩვენ ნამდვილი გუნდი გვყავს და ბევრს ველოდებით მომავალი გათამაშებისაგან.
- არგენტინის ამოცანა მუნდიალის მოგებაა?
- ცხადია, ამისათვის ვიღწვით და ქომაგებიც ამას ითხოვენ, თუმცა საჭირო არ არის ზედმეტი საუბრები.თითოეულ მატჩს მშვიდად და პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ.მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ვერავის დავპირდებით, თუმცა სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლის გარანტიას ვიძლევით.ვფიქრობ, ბრაზილიასთან, გერმანიასთან და ესპანეთთან ერთად, მთავარი ფავორიტები ვართ.
- თქვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით გიწევთ ასპარეზობა.შეგიძლიათ მესისა და რონალდუს შედარება?
- მათ გვერდით თამაში დიდი პატივი და სიამოვნებაა ნებისმიერი ფეხბურთელისათვის.ლეოსა და კრიშტიანუს შედარება აზრს მოკლებულია, ორივე არაჩვეულებრივი მოთამაშეა, რომლებსაც ინდივიდუალურად შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა.
- როდესაც მესი არ თამაშობს, რა როლი გაკისრიათ მოედანზე?
- როგორც ყოველთვის, ჩემი მოვალეობაა დახმარების გაწევა, როგორც შეტევისათვის, ასევე დაცვისთვის.მთავარია ვიგრძნო, თუ სად უფრო საჭირო ვარ.
- ჩ/ლიგის მოგება მუნდიალზე წაგადგებათ?
- ჩვენ განსხვავებულ ტურნირებზე ვსაუბრობთ.რა თქმა უნდა, „ლა დესიმას“ მოგებამ წარმოუდგენელი სიხარული მოგვანიჭა, რაც ყოველთვის დარჩება ჩემს გულში.კმაყოფილნი ვართ, რომ ქომაგებს დიდი ბედნიერა მოვუტანეთ.მადლობა ღმერთს ამისათვის.იმედია, მუნდიალზეც გამიღირებს ბედი.
RealMadrid.Ru
- 11 ივნისი 2014
- 3 869
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.