იკერი: „„ფურია როხა“ პირწმინდა ფავორიტია“
სამეფო კლუბის კარის დარაჯის აზრით, ესპანეთის ნაკრები, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის უდავო ფავორიტია.
„ბრაზილიაში ფავორიტის სტატუსით ჩავედით.თითოეული ფეხბურთელი გრძნობს პასუხისმგებლობას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ტიტული დავიცვათ.“
„ბუნებრივია, ვაცნობიერებთ, რომ ჩემპიონობა ძალიან რთული იქნება.ჩვენ გარდა, არიან ნაკრებები, რომლებიც ასევე კარგ ფეხბურთს თამაშობენ.მაგ: გერმანია, პორტუგალია, არგენტინა, ბრაზილია და ჰოლანდია.“
„ტიტულის მოპოვება თუ ვერ შევძელით, მინდა, რომ რაც შეიძლება გვიან გამოვეთიშოთ ტურნირს.“
„როდესაც 15 წლის ასაკიდან გამოდიხარ „ფურია როხაში,“ უფლება გაქვს, თანაგუნდელებს მისცე რჩევები და გაუზიარო გამოცდილება.“
As
- 11 ივნისი 2014
- 2 364
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.