ანჩელოტი იუბილარია
კარლო დღეს 55 წლის გახდა
კარლო ანჩელოტი დღეს თავის 55-ე დაბადების დღეს ზეიმობს. იტალიელი მწვრთნელი უკვე ჩაეწერა "მადრიდის რეალის" ლეგენდებს შორის, როცა სანატრელი მეათე თასი აღმართა. ის ერთ-ერთია "მადრიდის რეალის" ექვს მწვრთნელს შორის, რომლებსაც ევროთასები მოუგიათ. გარდა აღნიშნულისა, მას სამჯერ აქვს კონტინენტის საკლუბო პირველობა მოგებული, რითაც პისლის რეკორდის განმეორება შეძლო. "მადრიდის რეალში" პირველივე სეზონში მან მოიგო სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგის თასი, რითაც პირველი დუბლის გაფორმება შეძლო კლუბის ისტორიაში. "მადრიდის რეალში" გადმოსვლამდე წვრთნიდა "რეჯინას", "პარმას" , "იუვენტუსს", "მილანს", "ჩელსის" და "პსჟს". ანჩელოტი დაიბადა 1959 წლის 10 ივნისს რეგოლოში.
ჰალამადრიდის სახელით მივულოცოთ კარლოს დაბადების დღე და ბევრი წარმატებები ვუსურვოთ "მადრიდის რეალთან" ერთად.
- 10 ივნისი 2014
- 1 254
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.