პიპიტა: მსურს გატანა
გონსალო იგუაინმა France Football-თან განაცხადა, რომ ძალიან სურს გოლის გატანა მარსელის ოლიმპიკის კარში...
,,მსურს ვითამაშო და გავიტანო გოლი, როდესაც მადრიდში მივიღეთ ფრანგები დამერწმუნებით უამრავი მომენტი გვქონდა და ვერ შევძელით რეალიზება, თუმცა მაინც სასურველი შედეგით გავიმარჯვეთ".
,,მაშინ მთავარმა მწვრთნელმა მომცა თამაშის შანსი და კონკრეტული დავალება, უნდა ვყოფილიყავი მეტოქის კარზე დაგეშილი, კარში 6-ჯერ დავარტყი თუმცა ბედმა არ გამიღიმა, ხან ოლიმპიკელთა მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე ხან ბურთი ცდებოდა კარს".
,,ძალიან მსურს მარსელის კარში გოლის გატანა, მაშინ გულდაწყვეტილი გავედი მოედნიდან, რადგან ვერ მოვახერხე კარის აღება, იმედი მაქვს "ველოდრომს", თავაწეული და ამაყი დავტოვებ" - განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.
- 8 დეკემბერი 2009
- 3 261
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.