გუნდი ვარჯიშს 14 ივლისს დაუბრუნდება

14 ივლისს გუნდს ყველა ის ფეხბურთელი დაუბრუნდება, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე არ არიან გამოძახებულნი.

14 ივლისისთვის კარლო ანჩელოტის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან: ლოპესი, ნაჩო, არბელოა, ისკო, კარვახალი, ბეილი, ილარა, კაზემირო და მორატა.

დანარჩენი მოთამაშეები გუნდს დროთა განმავლობაში შეუერთდებიან და სრული დატვირთვით დაიწყებენ ვარჯიშს. თუ რომელიმე სამეფო კლუბის ფეხბურთელი შეძლებს ნაკრებთან ერთად , მუნდიალის ფინალურ ეტაპამდე მიაღწევს, მაშინ მოთამაშე იძულებული გახდება გამოტოვოს ევროპის სუპერთასი, რომელიც "რეალსა" და "სევილიას" შორის გაიმართება კარდიფში.

ევროპის სუპერთასის შემდეგი ეტაპი ესპანეთის სუპერთასი იქნება, სადაც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და მადრიდის "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან. მატჩები 16 და 20 აგვისტოს გაიმართება, ხოლო 24 აგვისტოს ლა ლიგა სტარტს აიღებს.



Merengues

  • nick2010
  • 10 ივნისი 2014
  • 1 322
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)